29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

აშშ-მა მიგრანტების ნაწილი ცენტრალურ აფრიკაში გადაასახლა – დეპორტირებულებს შორის ქართველებიც არიან

აშშ-მ მიგრანტების ნაწილი ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში გადაასახლა.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, რეისი, რომელიც ლუიზიანადან ხუთშაბათს ღამით გაფრინდა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად ქართველებიც გადაჰყავდა. დეპორტირებულებს შორის არიან ირანის, თურქეთის, სომხეთისა და იორდანიის მოქალაქეები. სულ საუბარია დაახლოებით 20 ადამიანზე, რომლებიც აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ და პრობლემურ რეგიონებში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება შეეხო იმ მიგრანტებს, რომელთა სამშობლოში დაბრუნება სხვადასხვა მიზეზით ვერ ხერხდება.

მედიის ცნობით, დეპორტირებულთა სიაში ირანელი სამოქალაქო აქტივისტიც ფიგურირებს.

banner
წინა სტატიაშიაქტივისტ ნოდარ სიხარულიძის მამა: ექიმებმა დოკუმენტაცია 3-ჯერ გააყალბეს, დაზიანებები არ დააფიქსირეს
შემდეგი სტატიაბექა კობახიძე პოლიციის კადრებზე: მმართველ გუნდში შიდა გადატრიალება მოხდა — ძველებს სჯიან, ძალადობის ნორმალიზება კი დაბრუნდა