აშშ-მა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკის“ ლიკვიდაცია განახორციელა, რომელიც ტერაქტის ორგანიზებაში მონაწილეობდა

აშშ-მა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკის“ ლიკვიდაცია განახორციელა, რომელიც ტერაქტის ორგანიზებაში მონაწილეობდა – ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

„აშშ-ის სამხედრო ძალებმა კონტრტერორისტული ოპერაცია განახორციელეს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. უპილოტო საფრენი აპარატით საჰაერო დარტყმა ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციაში მოხდა. პირველადი მონაცემებით, მოკლულია სამიზნე. ვიცით, რომ ოპერაციას სამოქალაქო მსხვერპლი არ მოჰყოლია“, – განაცხადა ცენტრალური სარდლობის პრესსპიკერმა ბილ ურბანმა.

როგორც CNN-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, „ისლამური სახელმწიფოს“ ორგანიზატორის წინააღმდეგ ოპერაცია ჯო ბაიდენის თანხმობით განხორციელდა. როგორც ცნობილია, 26 აგვისტოს, ქაბულის აეროპორტთან განხორციელებული თავდასხმების სერიაზე პასუხისხმგებლობა „ისლამური სახელმწიფო – ხორასანის“ ფილიალმა აიღო.

წინა სტატიაშიმართლმადიდებელი სამყარო დღეს მარიამობას აღნიშნავს
შემდეგი სტატიაჩოხატაურში, ავტოგასამართ სადგურზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი დააკავეს