22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

აშშ-მა ირანზე თავდასხმის ახალი ტალღა განახორციელა

აშშ-მა ირანზე თავდასხმის ახალი ტალღა იორდანიასა და ერაყში დაღუპული ამერიკელი სამხედროების პატივსაცემად განახორციელა.

ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავრცელებს. პარალელურად აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმები უკვე მე-9 ღამეა, გრძელდება, ხოლო სამიზნეს ირანის სამხედრო საზღვაო სადაზვერვო და საჰაერო თავდაცვის ობიექტები წარმოადგენდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმები განხორციელდა ირანის სამხედრო სარდლობის ცენტრებზე, საჰაერო თავდაცვასა და სანაპირო სადაზვერვო პუნქტებზე.

„ჩვენ ძალიან ცუდად ვგრძნობთ თავს, მაგრამ, იცით, ეს დიდებული ხალხი, დიდებული პატრიოტები იქ იბრძვიან იმისთვის, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს. ირანი ძალიან მძიმედ დაზარალდა, თითქმის ყველაფერი დაკარგეს სამხედრო თვალსაზრისით. ძალიან ცოტა რამ დარჩათ. აქვთ გარკვეული რაოდენობის რაკეტები, გარკვეული რაოდენობის დრონები. სრუტეს ჩვენ ვაკონტროლებთ. ასე რომ, ვნახავთ, რა მოხდება. ღამითაც ძალიან ძლიერად დავარტყით. ეს გავაკეთეთ სამი დიდებული პატრიოტის პატივსაცემად“,-განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა სუმისა და დონეცკის ოლქებში დასახლებულ პუნქტებს დაარტყა
შემდეგი სტატიაკალაძე ტრამპის წერილზე: ქართული მხარე მზადაა მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის