ვაშინგტონმა ირანული ნავთობის ექსპორტზე დაწესებული სანქციების დროებითი შეჩერება გააუქმა. ეს გადაწყვეტილება კვლავ მკაცრი შეზღუდვების წინაშე აყენებს ყველა უცხოელ ინვესტორს, რომელიც ირანულ ნავთობს ყიდულობს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სანქციების მოხსნა აშშ-ის მხრიდან მთავარ დათმობას წარმოადგენდა მიმდინარე წლის ივნისში მიღწეულ 60-დღიან შეთანხმებაში, რომლის მთავარი მიზანიც ჰორმუზის სრუტის გახსნა და რეგიონში ნავიგაციის უსაფრთხოება იყო.
ეკონომიკური ანალიტიკოსების შეფასებით, ვაშინგტონის ეს ნაბიჯი მძიმე დარტყმა იქნება თეირანის ეკონომიკისთვის, ვინაიდან ქვეყანა კრიტიკულადაა დამოკიდებული ენერგორესურსების გაყიდვაზე. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) მონაცემებით, ირანის სახელმწიფო შემოსავლების დაახლოებით 50%-ს სწორედ ნავთობის ექსპორტი შეადგენს.


















