ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე აშშ თავისი ძალების დემონსტრირებას ახდენს და ამას გარდა, ცენტრალური მეთაურობის პასუხისმგებელ ზონაში (იგივე CENTCOM ) აგზავნის მსოფლიოში უძლიერეს ავიამზიდებს. ორი მათგანი: “კარლ ვინსონი” და “ნიმიცი” უკვე გაემართნენ ახლო აღმოსავლეთისკენ, – წერს სამეფო ფლოტის ექს-ოფიცერი ტომ შარპი.
ავიამზიდთა დამრტყმელი ჯგუფი – კომპლექსური სამხედრო სტრუქტურაა, რომელიც ატომმზიდი ნაღმოსნის ირგვლივაა მობილიზებული, ხოლო ბორტზე მზადყოფნაშია 65-70 სამხედრო თვითმფრინავი, გამანადგურებელ F/A-18 Hornet-ის ჩათვლით, ასევე უახლესი F-35C. მათ მიაცილებს ნაღმმზიდი “არლი ბერკი”, კრეისერი “ტიკონდეროგა”, ასევე დამრტყმელი წყალქვეშა ნავები, “ტომაჰავკის” რაკეტებით.
“ეს ხომალდები ქმნიან თავდაცვით კოლოფს, რომელიც ჰიპერბგერითი იიარაღისთვისაც კი მედეგია და შეუძლიათ წერტილოვანი დარტყმები მიაყენონ სანაპირო სამიზნეებს ათასეულობით კილომეტრზეც კი”, – წერს შარპი.