პენტაგონმა ირანისთვის ჩამორთმეული იარაღი უკრაინაში გაგზავნა. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტრანსფერი, რომელიც ორშაბათს განხორციელდა, მიზნად ისახავს, დაეხმაროს უკრაინელ სამხედროებს ზამთრის დადგომამდე რუსეთისგან თავდაცვის გაძლიერებაში.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, აშშ-მა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინისთვის ფინანსური დახმარება წარმომადგენელთა პალატაში შიდა პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა, რა დროსაც რესპუბლიკელი წევრები ეწინააღმდეგებოდნენ დამატებით დახმარებას.
მედიის ინფორმაციით, აშშ-ის საზღვაო ძალებმა უკრაინისთვის გადაცემული საბრძოლო მასალები ირანს იმ დროს ჩამოართვეს, როდესაც ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსიდან იემენის ჰუთებში გადაჰქონდათ.