19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ მორიგი სანქციები აამოქმედა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ მორიგი სანქციები აამოქმედა. შეზღუდვები ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერებზე განხორციელებულ თავდასხმებს უკავშირდება.

ვაშინგტონის „შავ სიაში“ მოხვდნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში საუბარია, რომ ალი ანსარი ხელმძღვანელობს გლობალურ აქტივებს, რომელთაც სარგებელი მოაქვთ მოჯთაბა ხამენეისა და რეჟიმის ელიტისთვის.

სანქციები ასევე მოიცავს ირანის ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, რომელთა საშუალებითაც ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის ოდენობით თანხების ტრანზაქცია ხორციელდება სანქცირებული ირანული ბანკებიდან.

banner
წინა სტატიაშინარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-რეალიზაცია – სასამართლომ ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
შემდეგი სტატიასაია: სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საქმეზე ევროპის საბჭოს კომისარი ჩაერთვება