ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური დაზვერვის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტეში ოთხი ირანული დრონი ჩამოაგდეს და ირანში რადარის ობიექტებს დაარტყეს.
„რამდენიმე წუთის წინ, ცენტრალური სარდლობის ძალებმა ოთხი ირანული დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც ჰორმუზის სრუტის მიმართულებით იყო გაშვებული. დრონები რეგიონული საზღვაო მიმოსვლისთვის უშუალო საფრთხეს წარმოადგენდა. შემდგომი თავდასხმებისგან თავდაცვის მიზნით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა გორუკისა და კეშმის კუნძულებზე მდებარე ირანის სანაპირო სათვალთვალო რადარის ობიექტებს დაარტყეს“, – აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, „სამხედრო ძალები სიფხიზლეს ინარჩუნებენ და მზად არიან, თავდაცვის მიზნით ირანის გაუმართლებელ აგრესიას უპასუხონ“.
















