აშშ–მა და უკრაინამ ომის დასასრულებლად „განახლებულ და გაუმჯობესებულ“ სამშვიდობო გეგმაზე იმუშავეს

აშშ და უკრაინა აცხადებენ, რომ ომის დასასრულებლად „განახლებულ და გაუმჯობესებულ“ სამშვიდობო გეგმაზე იმუშავეს. მხარეების თქმით, მოლაპარაკებები „უაღრესად ნაყოფიერი“ იყო და გაგრძელდება მომდევნო დღეებში. თუმცა Reuters-ის ცნობით, უცნობია, როგორ უზრუნველყოფენ კიევის უსაფრთხოებას რუსული საფრთხისგან.

თეთრი სახლის ინფორმაციით, გეგმის ახალი ვერსია გაძლიერებულ უსაფრთხოების გარანტიებს მოიცავს, ხოლო უკრაინის დელეგაციის თქმით, დოკუმენტი „სრულად ასახავს მათი ქვეყნის ინტერესებს“.

ჟენევაში მოლაპარაკებებს ხელმძღვანელი მარკო რუბიო აცხადებს, რომ გადაწყვეტას ჯერ კიდევ საჭიროებს რამდენიმე საკითხი, მათ შორის – ნატოს როლი. მისი თქმით, პრობლემური პუნქტების რაოდენობა შემცირებულია, თუმცა ვაშინგტონს დრო კიდევ ესაჭიროება. რუბიო იმედოვნებს, რომ შეთანხმება ხუთშაბათისთვის შედგება, მაგრამ შეყოვნებასაც არ გამორიცხავს. ტრამპი ამტკიცებს, რომ ზელენსკიმ გეგმა სწორედ ხუთშაბათამდე უნდა დაამტკიცოს.

Reuters-ის წყაროები ასევე იუწყებიან, რომ მიმდინარეობს ზელენსკის შესაძლო ვიზიტის დაგეგმვა აშშ-ში, რათა ის ტრამპს ყველაზე სენსიტიურ საკითხებზე, მათ შორის ტერიტორიულზე ესაუბროს.

რუბიო უკვე ვაშინგტონში დაბრუნდა.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთზე იერიში მიიტანეს, რასაც „ჰეზბოლას“ შტაბის უფროსი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიამსოფლიო მედია: საფრანგეთმა, გერმანიამ და ბრიტანეთმა ალტერნატიული სამშვიდობო გეგმა შეიმუშავეს.