აშშ-მა და სეულმა დაადასტურეს ჩრდილოკორეელი სამხედროების მონაწილეობა კურსკის რეგიონში მიმდინარე ბრძოლებში

ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ფხენიანმა რუსეთში გაგზავნა კურსკის რეგიონში რუსული არმიის მხარდასაჭერად, მონაწილეობენ ბრძოლებში, – განაცხადა სამშაბათს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმა. სააგენტო „რიონხაპის“ თანახმად, იგივე ინფორმაცია სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტომ დაადასტურა.

პატელის თქმით, რუსეთში გაგზავნილი ათი ათასზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცის უმეტესობა კონცენტრირებულია კურსკის რეგიონის დასავლეთ ნაწილში, მათ “რუსულ ძალებთან ერთად დაიწყეს მონაწილეობა საომარ მოქმედებებში.”

რუსი ინსტრუქტორების ზედამხედველობის ქვეშ კორეელი სამხედროები გადიან საარტილერიო და საცეცხლე მომზადებას, ეუფლებიან ქვეითთა საბაზისო ტაქტიკასა და, რაც მთავარია, სწავლობენ სანგრებში მყოფი მოწინააღმდეგის განადგურებას.

ჩრდილოკორეელ სამხედროთა წარმატება, პატელის თქმით, რუსულ ჯარებთან ერთად მუშაობის უნარზე იქნება დამოკიდებული. დაბრკოლებას ქმნის ენობრივი ბარიერი, სამხედრო ოპერაციებისა და კომუნიკაციის მართვისა და კონტროლის ორგანიზება.

banner
წინა სტატიაშირეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს
შემდეგი სტატიავაშინგტონი ამზადებს გადამწყვეტ პასუხს ჩრდილოეთ კორეის სამხედროების მონაწილეობაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ასევე შეასრულებს ყველა ვალდებულებას კიევის წინაშე იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით