აშშ-მ ვიეტნამს იარაღის მიწოდებაზე ემბარგო მოუსხნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვიეტნამისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

“მიმდინარე მომენტისთვის მხარეებმა ურთიერთნდობა და ორმხრივი თანამშრომლობის საკმარის დონეს მიაღწიეს” – განაცხადა ბარაკ ობამამ ვიეტნამელ კოლეგასთან ჩან დაი კუანგომთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე. ამერიკელმა ლიდერმა ემბარგოს “ცივი ომის ნარჩენი” უწოდა და ვიეტნამისა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ვიეტნამელმა ლიდერმა ობამას ემბარგოს გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა.

აღნიშნულ საკითხზე ორმა ქვეყანამ ნაწილობრივ შეთანხმებას თავდაპირველად 2014 წელს მიაღწია.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი პესკოვი: ნატო ეს დროებითი პროდუქტია
შემდეგი სტატია,,საჭიროა უკომპრომისო დამოკიდებულება ამ ყველაფრისადმი”- უსუფაშვილი კორცხელის ფაქტზე