27.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

აშშ-მ ვენესუელაში საჰაერო იერიშის შედეგად კრიმინალური დაჯგუფება Tren de Aragua-ს ლიდერი მოკლა

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკულმა ძალებმა კრიმინალური დაჯგუფება Tren de Aragua-ს ლიდერის მოსაკლავად ოპერაცია ჩაატარეს.

“ეს ქმედება კოორდინირებული იყო ვენესუელაში ჩვენ მეგობრებთან, რომლებთანაც ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. შედეგად, Tren ed Aragua-ს ტერორისტებს ვენესუელაში და სხვაგან უსაფრთხო თავშესაფარი აღარ აქვთ და, ჩემი ხელმძღვანელობით, ჩვენ ამ სასტიკ მკვლელებსა და ნარკობარონებს ვიპოვით, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, და მათ ჯოჯოხეთის სიღრმეებისკენ გავგზავნით, სადაც მათი ადგილია.” – დაამატა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ტრამპის პოსტს თან ახლდა გასაჯაროებული ვიდეო, რომელზეც აშშ-ს საჰაერო იერიშის შედეგად შენობის აფეთქების კადრები ჩანს.

banner
წინა სტატიაში7 კითხვა, რომელსაც შსს-მ უნდა უპასუხოს მოძალადე პოლიციელების საქმეზე – ანა ნაცვლიშვილის მიმართვა
შემდეგი სტატია“ვისთვისაც ძალადობა არცერთ დროში ნორმა არ ყოფილა… იკრიბება ყველა!”- ნანუკა ჟორჟოლიანი