აშშ-მ უკრაინის მთავარი პრობლემა დაასახელა

აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს მთავარი ექსპერტი, რუსეთის,უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში ანდერს ოსლუნდი, ,,ამერიკის ხმასთან,, საუბარში უკრაინის მთავარ პრობლემას ასახელებს.


,,ამ დროისთვის, უკრაინის მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლება, უკრაინის პროკურატურა და აშკარაა რომ პრეზიდენტიც, ცდილობენ ,,გაწმინდონ,, НАБУ (უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიურო). არტიომ სიტკინი ვაშინგტონიდან გამოიძახეს კიევში, რათა რადას მისთვის უნდობლობა გამოეცხადებინა. ისინი ცდილობენ თავიდან მოიშორონ უკრაინაში ერთადერთი ანტიკორუფციული ინსტიტუტი, რომელიც რეალურად ებრძვის კორუფციას,, აცხადებს ოსლუნდი.

ასლუნდი ეხება საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხს და აცხადებს, რომ მთავარი ამ საკითხში არის ის, რომ დადასტურებულია უკრაინის ხელისუფლების მზადყოფნა, ძალა გამოიყენოს კორუფციასთან მებრძოლების წინააღმდეგ. ასლუნდის აზრით, НАБУ-ს მომავალი დამოკიდებული იქნება ორ ფაქტორზე: პოლიტიკურ პროტესტზე უკრაინაში…. დასავლური ინსტიტუტებისა და ქვეყნების პროტესტზე უკრაინის ხელისუფლების მიმართ.

,,ჩვენ ვნახავთ, რომ ყველაფერი ეს, პრეზიდენტ პოროშენკოს ყურადღებას მიიპყრობს. სიტუაცია საგანგაშოდ რთულია. მიდის ბრძოლა იმაზე, იქნება თუ არა უკრაინაში კანონის უზენაესობა,, აცხადებს ექსპერტი, რომლის აზრსაც აშშ-ს ხელისუფლებისთვის აღმოსავლეთ ევროპასთან მიმართებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იმავე დროს, ოსლუნდი აცხადებს, რომ НАБУ-ს განადგურება, უკრაინას დასავლეთის მხარდაჭერის დაკარგვად დაუჯდება.

,,რა თქმა უნდა არც ერთი საერთაშორისო ინსტიტუტი არ მისცემს უკრაინას ფულს, თუ არ შეიქმნა ანტიკორუფციული სასამართლო. ხოლო თუ ხელისუფლება გასრისავს НАБУ-ს, საერთოდ უკრაინის დაფინანსების საკითხიც კი მოიხსნება დღის წესრიგიდან,, აცხადებს ანდერს ოსლუნდი. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ რადას დაავალა შეემუშავებინა კანონპროექტი, რომელიც НАБУ-ს ნებისმიერი წევრის დათხოვნას უზრუნველყოფდა პარლამენტის უმრავლესობის მიერ. უკრაინის პროკურორმა იური ლუცენკომ კი, НАБУ-ს ხელმძღვანელი არტიომ სიტნიკი, ამერიკული გამოძიების ბიუროსთან (FBI) ერთობლივი გამოძიების წარმოების გამო, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან უკანონო კავშირში დაადანაშაულა.

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

 

banner
წინა სტატიაშიტრამპის გადაწყვეტილებამ თურქეთში საპროტესტო ტალღა გამოიწვია
შემდეგი სტატია რუსები აფხაზეთის მიწას აფხაზური პასპორტით დაიკანონებენ (ვიდეო)