აშშ-მ უკრაინას 300 მლნ. დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო…

10 ნოემბერს, აშშ-ს კონგრესში სენატორთა უმრავლესობამ ხმა მისცა 2016 წლის სამხედრო ბიუჯეტის გადახედვის კანონპროექტს, რომელიც საშუალებას აძლევს აშშ-ს უკრაინას 300 მილიონი დოლარის ლეტალური იარაღი მიაწოდოს…

კანონპროექტი, რომელსაც კენჭისყრაში მონაწილეთა უდიდესმა უმრავლესობამ მისცა ხმა, აშშ-ს პრეზიდენტი დიდი ალბათობით უახლოეს მომავალში მოაწერს ხელს. ბიუჯეტის შესწორებული ვერსიით, 2016 წელს აშშ სამხედრო საჭიროებებზე 607 მილიარდ დოლარს დახარჯავს, სადიდანაც 300 მილიონი უკრაინას მოხმარდება. საუბარია როგორც უსაფრთხოებისა და დაზვერვის საკითხებში უკრაინის მხარდაჭერაზე, ასევე ტანკსაწინააღმდეგო, ნაღმტყორცნი და სხვა სახის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე რუსეთთან მებრძოლი უკრაინისთვის.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაში“ქართულ ოცნებაში” კვალიფიციური სპიკერების დეფიციტია–კახა მიქაია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამიროტაძე და მეჭიაური ფ რ ი დ ო ნ ჰაუსის შესახებ–უკომენტაროდ