აშშ-მ უკრაინა შეიძლება სამხედრო დახმარების გარეშე დატოვოს

უკრაინის რადას დეპუტატმა დიმიტრი ტიმჩუკმა განაცხადა, რომ შესაძლებელია ვაშინგტონმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგება შეწყვიტოს, თუკი ხელისუფლება საჭირო რეფორმებს არ გაატარებს – ამის შესახებ მან “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.
ტიმჩუკის თქმით, პარტნიორი მხარის ვარაუდი ამერიკული დელეგაციის შეხვედრაზე გამოითქვა, რომელსაც პენტაგონის მეთაურის მოადგილე მაიკლ კარპენტერი ხელმძრვანელობდა. “აშშ უკრაინას ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ხარჯზე არ დაეხმარება, თუკი უკრაინა საკუთარ თავს თვითონ არ მიხედავს” – დაწერა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მ უკრაინას 266 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო.

banner
წინა სტატიაშიავღანელი დეპუტატი დასავლელ ჟურნალისტს ცხვირის მოჭრით დაემუქრა (ვიდეო)
შემდეგი სტატიასასამართლომ ჩინელ გეებს ქორწინების რეგისტრაციაზე უარი უთხრა