აშშ-მ თურქეთს რუსულ С-400-ზე უარის სათქმელად ვადა დაუნიშნა

region
ავტ.: region ივნისი 8, 2019 11:15

აშშ-მ თურქეთს რუსულ С-400-ზე უარის სათქმელად ვადა დაუნიშნა

აშშ-მ ნატოს მოკავშირე თურქეთს ულტიმატუმი წაუყენა, რომლის თანახმადაც, მან 31 ივლისამდე რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ების ყიდვაზე უარი უნდა თქვას.

თუკი ანკარა ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, აშშ ქვეყნიდან გააძევებს თურქ მფრინავებს, რომლებიც მიმდინარე მომენტში შეერთებულ შტატებში სწავლობენ, გარდა ამისა, თურქულ კომპანიებს არ დაუშვებს გამანადგურებელ F-35-ების შექმნის პროცესში მონაწილეობის მისაღებად – ვაშინგტონმა 7 ივლისს განაცხადა.

თურქეთი აშშ-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია F-35-ების შექმნაში, რომელიც პენტაგონის ყველაზე ძვირადღირებული პროექტია – ის 428 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. იმის გარდა, რომ თურქეთი F-35-ების მნიშვნელოვანი კომპონენტების შექმნაშია ჩართული, მან, დაახლოებით ასი გამანადგურებელი უნდა შეიძინოს.

აშშ-სა და ნატოს სხვა ქვეყნები ვარაუდობენ, რომ რუსეთს კომპლექს С-400-ების მიწოდებით შესაძლებლობა ექნება ალიანსის თვითმფრინავებზე ინფორმაცია მიიღოს.

რამდენიმე დღის წინ, თურქეთმა, თავის მხრივ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია С-400-ებთან დაკავშირებით და ქვეყანა მას არ შეცვლის.

region
ავტ.: region ივნისი 8, 2019 11:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,410
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics