აშშ-მ თურქეთის მიერ სირიის და ერაყის დაბომბვაზე უკმაყოფილება გამოთქვა

აშშ “ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს” თურქეთის მიერ სირიისა და ერაყის ტეროტორიების დაბომბვის გამო – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარატმენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა. მან მიუთითა იმაზე, რომ ავიადარტყმები არ ყოფილა შეთანხმებული არც აშშ-სთან და არც გლობალურად ანტიტერორისტულ კოალიციასთან. ტონერმა აღნიშნა, რომ ავიადარტყმებმა მოკავშირეების რიგებში ტრაგიკური სიკვდილი გამოიწვია.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთის სამხედრო ძალებმა სირია-ერაყის საზღვარზე, სინჯარში ქურთების მუშათა პარტიის პოზიციები დაბომბეს, თურქ სამხედროებზე დაყრდნობით Reuters-მა გაავრცელა. ანკარა თვლის, რომ ქურთები ამ რაიონიდან იღებენ იარაღს და შეაქვთ თურქეთში, რომ ტერაქტები მოაწყონ.
დაბომბვის შედეგად მინიმუმ ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა.
თურქეთში ქურთისტანის მუშათა პარტია ტერორისტულ ორგანიაციად ითვლება.

banner
წინა სტატიაში2 ავარია თემქაზე – გარდაცვლილია ერთი ადამიანი
შემდეგი სტატიაასლან აბაშიძის სეპარატისტული ხელისუფლების მხარდამჭერებით აკომპლექტებენ დღეს აჭარის ხელისუფლებას