აშშ-მ ტაივანისთვის $345 მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა

შეერთებულმა შტატებმა ტაივანისთვის 345 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა.

თეთრი სახლის განცხადებით, დახმარების პაკეტი მოიცავს თავდაცვას, განათლებასა და წვრთნებს. Aassociated Press-ის ინფორმაციით, ვაშინგტონი ტაივანში საჰაერო თავდაცვის სისტემებს ან MANPADS-ს, ასევე სადაზვერვო და სათვალთვალო სისტემებს, ცეცხლსასროლ იარაღსა და რაკეტებს გაუგზავნის.

ჩინელმა დიპლომატებმა აშშ-ს ეს ნაბიჯი გააპროტესტეს, ტაივანის სავაჭრო ოფისმა კი განაცხადა, რომ შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, სამხედრო დახმარება გაეწია ტაივანისთვის, “მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ტაივანის თავდაცვის მხარდასაჭერად”. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტაივანი იმუშავებს შეერთებულ შტატებთან, რათა შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და სტატუს კვო ტაივანის სრუტეზე.

დახმარებისთვის აშშ-ს მადლობა გადაუხადა ტაივანის თავდაცვის სამინისტრომაც.

banner
წინა სტატიაშიგასული დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ხერსონს შეუტიეს – არიან დაშავებულები
შემდეგი სტატიაგლდანში ქვეითად მოსიარულეს მანქანა დაეჯახა – ქალი ადგილზე გარდაიცვალა