აშშ-მ სირიიდან ჯარის გაყვანა დაიწყო

აშშ-მ სირიიდან ჯარის გაყვანა დაიწყო – თეთრ სახლში განაცხადეს. ადრე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მათ “ისლამური სახელმწიფო” დაამარცხეს სირიაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ სირიის კამპანიის ახალ ფაზაში გადადის და ტერორისტებზე გამარჯვება კოალიციის დაშლას არ ნიშნავს. “აშშ და ჩვენი მოკავშირეები მზად არიან ოპერაციას ხელახლა დაუბრუნდნენ ამერიკის ინტერესების დასაცავად” – თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა თქვა. მისი თქმით, აშშ “რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებებთან ბრძოლას განაგრძობს” – “ბიბისი” წერს.

ადრე იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ჯარის გაყვანას აპირებდა, Washington Post-მა დაწერა. გამოცემა პენტაგონში საკუთარ წყაროს ეყრდნობოდა. გაყვანის შესახებ პირველი ინფორმაცია კი Wall Street Journal-მა დაბეჭდა.

banner
წინა სტატიაში,,დღევანდელი დისკუსია დაგვეხმარება საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავებაში, რომელიც ელჩების კონფერენციის მნიშვნელოვანი საკითხია”
შემდეგი სტატია,,ძალიან დადებითი დასკვნა დადო ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის შესრულების კუთხით”