აშშ-მ სირიაში სტაბილიზაციისათვის მილიონობით დოლარის გაგზავნაზე უარი თქვა

აშშ-ს სახელმწიფო მდეივანმა მაიკლ პომპეომ ამერიკის საგარეო უწყებას დაავალა სირიის სტაბილიზაციისათვის განკუთვნილი 230 მილიონი დოლარი სხვა მიზნებისთვის განკარგოს – 17 აგვისტოს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ჰიზერ ნოიერტმა გაავრცელა. აღნიშნული თანხებით ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის აღდგენა უნდა დაწყებულიყო, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” კონტროლ ქვეშ იყო. სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ს კოალიციის პარტნიორებმა იგივე მიზნისთვის 300 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ განაცხადეს. მათ შორის, საუდის არაბეთი გამოყოფს 100 მილიონ დოლარს, არაბთა გაერთიანებული საამიროები – 50 მილიონს.
ნოიერტის თქმით, გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ აშშ-ს სირიაში სტრატეგიული მიზნები არ გააჩნია – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაში“თქვენი ქცევებით გვარცხვენთ საკუთარი შვილების თვალწინ, გვანადგურებთ, როგორც ქვეყანას” – ამერიკელი გენერალი ტრამპს
შემდეგი სტატიაკომპანია „იალქანი“ – უცხოელი ექსპერტების თქმით, შესაძლოა, გემი, რომელზეც ქართველი მეზღვაურები იყვნენ, მეკობრეებმა გაიტაცეს