(video) აშშ-მ შესაძლოა დამოუკიდებლად იმოქმედოს სირიაში

თუ გაეროს უშიშროების საბჭო არ მიიღებს კოლექტიურ გადაწყვეტილებას სირიაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატები ცალმხრივ ქმედებებს მიმართავს. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ.
გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა, რომელიც სირიაში განხორციელებულ სავარაუდოდ ქიმურ თავდასხმას ეხებოდა, უშედეგოდ დასრულდა.
შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის სასწაფოდ შესწავლას, ჩავარდა რუსეთის პოზიციის გამო. ნიკი ჰეილის განცხადებით, სირიის მთავრობა, რუსეთი და ირანი არ არიან დაინტერესებულნი კონფლიქტის გადაჭრაში.
შეგახსენებთ, 4 აპრილს სირიის ოპოზიციამ განაცხადა, რომ სამთავრობო ძალებმა ქალაქ ხან-შეიხუნის დაბომბვის დროს გამოიყენეს ქიმიური გაზი. დაიღუპა 72 მშვიდობიანი მოსახლე.
მოსკოვი ამტკიცებს, რომ სირიის სამთავრობო ავიაციამ დაბობმა შეიარაღებული ოპოზიციის საწყობი, სადაც ქიმიური იარაღი ინახებოდა.

 

 

https://youtu.be/uoBUrZGAd0Y

banner
წინა სტატიაშისტამბულის სასამართლომ მამაკაცს სთხოვს, დაამტკიცოს, რომ ცოლი არ უყვარს
შემდეგი სტატიაპატრული თემქაზე დაკავებული ბიჭის გამომსარჩლებელ ქალს: “შეეთრიე, შენს საქმეს მიხედე…” (ვიდეო)