აშშ-მ საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი მცველი გერმანიაში გაადეპორტა

აშშ-მ გერმანიაში უკრაინელი იაკობ პალი გაადეპორტა – უკანასკნელი ცოცხალი კოლაბორაციონისტი. “გერმანიამ ნაცისტების მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე მორალური პასუხისმგებლობა აიღო” – 21 აგვისტოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მასმა განაცხადა. როგორც გერმანული მედია ავრცელებს, 95 წლის პალი სამშაბათს დილით დიუსელდორფში ჩაფრინდა, საიდანაც მას მოხუცთა თავშესაფარში გადაიყვანენ.
აშშ-ს ოფიციალური ვერსიით, მეორე მსოფლიო ომის დროს პალი “ესესის” ( SS) წევრი იყო და პოლონეთში მდებარე ტრავნიკის საკონცენტრაციო ბანაკის დაცვაში მუშაობდა. Bild-ის ინფორმაციით, პალის წინააღმდეგ გამოძიება 2015 წელს დაიწყო, თუმცა, მტკიცებულებების უკმარისობის გამო დაიხურა. იაკობ პალის ამერიკამ მოქალაქეობა 15 წლის წინ ჩამოართვა, თუმცა, ამ ხნის მანძილზე მისი გადეპორტება ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ყოფილი ნაცისტის მიღებაზე არც ერთი ქვეყანა არ თანხმდებოდა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიაშშ რუსეთს სირიისა და უკრაინის საკითხებზე თანამშრომლობის სანაცვლოდ სანქციებს მოუხსნის
შემდეგი სტატიაMicrosoft-მა რუსი ჰაკერების ახალი თავდასხმა გამოავლინა