აშშ-მ რუსეთში ელჩად იუტას შტატის ექს-გუბერნატორი დანიშნა

აშშ-ს იუტას შტატის ყოფილი გუბერნატორი ჯონ ჰანტსმანი რუსეთში ელჩად დაინიშნა – ამის შესახებ ინფორმაციას “ენბისი” ნიუსი ავრცელებს. არხის ინფორმაციით, ჰანტსმანმა აშშ-ს ადმინისტრაციის შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა. გასულ კვირას ექს-გუბერნატორი სახელმწიფო მდივან რეკს ტილერსონს შეხვდა, ის ასევე, დაუკავშირდა პრეზიდნტ დონალდ ტრამპის თანაშემწეს.
Politico აღნიშნავს, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების მარათონისას ექს-გუბერნატორი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის მიმართ მკვეთრი კრიტიკით გამოდიოდა.

banner
წინა სტატიაში(ფოტო) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში ტყის მასივი იწვის
შემდეგი სტატიამარგველაშვილი დონალდ ტუსკს ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევას ულოცავს