აშშ-მ რუსეთს სირიის გამო ულტიმატური წაუყენა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რეკს ტილერსონმა რუსეთს სირიის მხარდაჭერის გამო ულტიმატუმი წაუყენა – Associated Press-ი წერს. სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთმა არჩევანი უნდა გააკეთოს აშშ-სა და საღად მოაზროვნე მხარეებს შორის და მეორეს მხრივ ირანს, “ჰესბოლას” და ასადს შორის”.
“ჩვენ სირიელი ხალხისთვის ტანჯვის შემსუბუქება გვსურს. რუსეთს შეუძლია ამის ნაწლი გახდეს და მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, ან შეინარჩუნოს კავშირი იმ ჯგუფთან, რომელიც, ჩვენი აზრით, რუსეთის ინტერესებს ვერ მოემსახურება გრძელვადიან პერსპექტივაში” – თქვა ტილერსინმა.

მანამდე გავრცელდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ბრიტანეთის პრემიერმა ტერესა მეიმ ტელეფონით რუსეთის სირიაში პოზიციები განიხილეს. პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ახლა არის იმის შესაძლებლობა, რომ კრემლი დაარწმუნონ ბაშარ ასადის მხარდაჭერაზე უარი თქვას, რადგანაც ის “უკვე მის სტრატეგიულ ინტერესებში არ ზის” – ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, როემლიც ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რეკს ტილერსონის მოსკოვში ვიზიტმა, შესაძლებელია სირიის თემაზე პროგრესი გამოიწვიოს, ნათქვამია ტექსტში.

banner
წინა სტატიაშისირიაში ორი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
შემდეგი სტატიალუკ ბესონის ახალი ფილმი საფრანგეთის კინოს ისტორიაში ყველაზე მაღალბიუჯეტიანია (ვიდეო)