აშშ-მ რუს დიპლომატებს არჩევნებზე დაკვირვება აუკრძალა

14961545_671952092964981_1241004722_n,,მე ვერ ვიგებ რა მოსდის ვაშინგტონს,, აცხადებს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომელიც აშშ-ს ხელისუფლების მხრიდან რუს დიპლომატებზე აშკარა ზეწოლაზე საუბრობს.
სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებით, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ,,სახემწიფო დეპარტამენტმა რუს დიპლომატებს საარჩევნო უბნებთან დამოუკიდებლად მიახლოებაზე უარის თქმა ურჩია, ხოლო შტატების ადგილობრივი ხელისუფლება უფრო შორს წავიდა და მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დაემუქრა… ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ პროცედურაზე შეხედვის უფლებასაც კი არ გვაძლევენ. მაგალითად ჰიუსტონში, ჰოლივიდის ,,ბოევიკის,, სცენარით განვითარდა მოვლენები… ,,ფე-ბე-ერ,,მა სპეცოპერაცია მოაწყო ჩვენი დიპლომატების დაშინების მიზნით და გენერალური კონსულის მანქანის ბლოკირება მოახდინეს ქუჩაში… პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ამერიკული არჩევნებით უკეთესია საერთოდ არ დავინტერესდეთ და დავივიწყოთ ის. ,, აცხადებს ზახაროვა.

banner
წინა სტატიაში,,სააკაშვილმა იცოდა, რომ მას პოროშენკო იყენებდა, მაგრამ დუმდა,,
შემდეგი სტატია(video) განაპოლსკი: სააკაშვილის წასვლა კრემლისთვის დღესასწაულია