აშშ-მ ქიმიური იარაღის მარაგი მთლიანად გაანადგურა – ბაიდენი

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-მა მთლიანად გაანადგურა ქიმიური იარაღის ბოლო მარაგი. როგორც Deutsche Welle წერს, ამას დაახლოებით 26 წელი დასჭირდა.

“ვამაყობ, რომ დღეს ამას ვაცხადებ, აშშ-მა უსაფრთხოდ გაანადგურა საბრძოლო მასალის [ქიმიური იარაღის] ბოლო მარაგი. ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით სამყაროს, რომელიც ქიმიური იარაღის საშინელებებისგან თავისუფალია,” – ამბობს ბაიდენი.

ბაიდენმა ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის დაცვის პირობა დადო და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, რომ კონვენციას შეუერთდნენ. ამას გარდა, ბაიდენმა კონვენციის დარღვევაში რუსეთი და სირია დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიშსს – მივიღებთ ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველვყოთ „პრაიდ ფესტივალის“ უსაფრთხო ფორმატში ჩატარება
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი კუნძულ ზმეინიზე ჩავიდა