აშშ-მ პროკურორ ფატუ ბენსუდას ვიზა გაუუქმა

აშშ-მ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას ვიზა გაიწვია . ამის მიზეზი ბენსუდას მიერ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიება გახდა – ამის შესახებ პროკურორის ოფისმა განაცხადა. როგორც ბენსუდას  განცხადებაშია ნათქვამი, ბენსუდა “შიშისა და გაფრთხილების” მიუხედავად საკუთარი მოვალეობების შესრულებას გააგრძელებს ვიზის გაწვევის შემდეგაც.

რამდენიმე კვირის წინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს თანამშრომლებს, რომლებიც ამერიკელი და მათი მოკავშირეების მოქმედებებს შეისწავლის ავღანეთში, სავიზო მხარდაჭერას გაუუქმებს.

ბენსუდამ, რომელიც გამბიის მოქალაქეა, 2017 წლის ნოემბრიდან სთხოვა სასამართლოს სანქცია მიეცათ ავღანეთში ჩადენილ შესაძლო სამხედრო დანაშაულებებთან დაკავშირებით, რომელშიც ეჭვმიტანილები არიან თალიბანი, ავღანეთის მთავრობა და უცხოური შეიარაღებული ძალები, მათ შორის, ამერიკული.

banner
წინა სტატიაშისამხედრო მფრინავ ეკა ქვლივიძესა და თავდაცვის სამინისტროს შორის შეთანხმება შედგა
შემდეგი სტატიასაქართველოში აზერბაიჯანულენოვანი სკოლა გაიხსენება