აშშ-მ პოლანსკის აპელაცია გაუპატიურების საქმეზე არ მიიღო

კინორეჟისორ რომან პოლანსკის აპელაცია გაუპატიურების საქმეზე, რომელიც 40 წლის წინ მოხდა, აშშ-ს სასამართლომ არ მიიღო. საქმის განხოლვა ლოს-ანჟელესში მარტში მოხდა, მაგრამ ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ გუშინ გახდა – წერს “ბიბისი”. რეჟისორის ადვოკატების თქმით, პოლანსკი აშშ-ში აპირებდა ჩასვლას და უნდოდა დარწმუნებული ყოფილიყო იმაში, რომ მან კანონთან პრობლემები არ ექნებოდა. პროკურორმა, თავის მხრივ თქვა, რომ იმის მიუხედავად, რომ რომან პოლანსკი ცნობილი რეჟისორია, მას, ამის გამო სასამართლო ანგარიშს არ გაუწევს.
პოლანსკის წინააღმდეგ საქმე 1977 წელს აღიძრა. რეჟისორს 13 წლის მოდელის სამანტა გეიმერის გაუპატიურებაში ედებოდა ბრალი. ამერიკის კანონებით რეჟისორს 50 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. 1978 წელს მან ბრალი აღიარა და ამერიკიდან გაიპარა. ახლა ის პარიზში ცხოვრობს.
2009 წელს ციურიხის კინოფესტივალზე აშშ-ს მთავრობის მოთხოვნით რეჟისორი დააპატიმრეს, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ 4,5 მილიონი გირათი გაანთავისუფლეს. 2010 წელს კი შვეიცარიის იუსტიციის სამინისტრომ აშშ-ს რეჟისორის ექსტრადაციაზე უარი განუცხადა. 2015 წელს პოლონეთის სასამართლომაც განიხილა რეჟისორის აშშ-ში ექსტრადაციის საკითხი, მაგრამ საბოლოოდ ის უარყო.

banner
წინა სტატიაშიშეშად ქცეული ივანიშვილის წიფელი – ფოტორეპორტაჟი
შემდეგი სტატია„პრეზიდენტს ქვეყნის მართვის არავითარი ბერკეტი არ აქვს და რა ანგარიში უნდა წარმოადგინოს? – ირაკლი სესიაშვილი