აშშ-მ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კომპიუტერი შექმნეს

ამერიკის ეროვნულმა ლაბორატორიამ ოუკ-რიჯში პარასკევს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კომპიუტერი ჩაუშვა. მანქანას Summit-ი ქვია, მისი სიმძლავრეა 200 პეტაფლოპსი ან 200 ათასი ტრილიონი გამოთვლა წამში – ლაბორატორიის ოფიციალურ პრეს-რელიზს “დოიჩე ველე” ციტირებს.
Summit-ს 4 500 სერვერი ემსახურება, თითოეული მათგანს ორი 22 ატომიანი პროცესორი აქვს და ის ოპტიმიზებულია ხელოვნურ ინტელექტთან სამუშაოდ.

მსგავსი მანქანა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მატერიების ახალი ტიპებისა და პროცესების მოდელირებისათვის, რომელიც ვარსკვლავთა აფეთქების დროს ხდება. ასევე, შესაძლებელია სამხედრო სფეროში გამოიყენონ, მაგალითად, იარაღის ახალი ტიპის შესაქმნელად.
აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრის რიკ პერის თქმით, Summit-ი ენერგეტიკის სფეროს კვლევებზე, სამეცნიერო აღმოჩენებზე, ეროვნულ უსაფრთხოებაზე დიდ გავლენას მოახდენს.

2009-2010 წლებში ოუკ-რიჯის ლაბორატორიამ იმ დროისთვის ყველაზე ძლიერი კომპიუტერი Jaguar-ი შექმნა, 2012-2013 წლებში სუპერკომპიუეტრი იყო Titan-ი. Summit -მდე ჩინური Sunway TaihuLight-ი ითვლებოდა სუპერკომპიუტერად.

banner
წინა სტატიაშიერაყელმა ალი ბ-მ გერმანელი გოგონას მკვლელობა აღიარა
შემდეგი სტატიაკიმ ჩენ ინი რესტორანში წავიდა