აშშ-მ ირანის წინააღმდეგ “ყველაზე მკაცრი” სანქციები დააანონსა

აშშ-მ ირანის წინააღმდეგ “ყველაზე მკაცრი” სანქციები დააანონსა
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ირანის წინააღმდეგ “ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მკაცრი სანქციების” შემოღების შესახებ განაცხადა. პომპეომ თქვა, რომ სანქციების შემოღების შემდეგ ირანს საკუთარი ეკონომიკის გადასარჩენად ბრძოლა მოუწევს. მან პირობა დადო, რომ რეგიონში თავის მოკავშირეებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს ირანის აგრესიის შესაჩერებლად.

8 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა ირანთან ატომური შეთანხმებიდან გამოდის, რომელიც 2015 წელს იყო დადებული.
ორშაბათს ამერიკის გენერალურმა მდივანმა 12 პირობა წამოაყენა, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულოს თეირანმა ახალი შეთანხმების შესასრულებლად. მათ შორის არის სირიიდან ირანის არმიის გამოყვანა და იემენში ამბოხებულების მხარდაჭერის შეწყვეტა. პომპეოს თქმით, აშშ სანქციებს მაშინ მოხსნის, როცა ნახავს, რომ პირობები შესრულებულია. “ჩვენ ირანის რეჟიმზე უპრეცენდენტო ფინანსურ ზეწოლას განვახორციელებთ. თეირანელი ლიდერები ჩვენს სერიოზულობას აუცილებლად იგრძნობენ. ირანს მეტჯერ არ ექნება კარტ-ბლანში რომ ახლო აღმოსავლეთში დომინანტი იყოს” – თქვა პომპეომ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზაფირმა საპასუხოდ განაცხადა, რომ “აშშ-ს დიპლომატიის იმიტაცია – ეს მხოლოდ ძველ ჩვევებისკენ დაბრუნებას ნიშნავს: ის თავისი ილუზიების და დამღუპველი პოლიტიკის ტყვეობაშია”. მინისტრმა ასევე თქვა, რომ შეთანხმების სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად გამოსავალს იპოვიან.

banner
წინა სტატიაშისაქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმხრივი გახდა
შემდეგი სტატიატრამპმა ვენესუელას წინააღმდეგ სანქციები გააძლიერა