აშშ-მ იემენში ალ-ქაიდას დაარტყა

არაბული წყაროების ცნობით, იემენის ქალაქ მარიბზე,  უპილოტო საფრენი აპარატით, რომელსაც  აშშ-ს საკუთრებად მიიჩნევენ, თავდასხმაში მოკლულ იქნა ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდას ორი ადგილობრივი ლიდერი.

უსაფრთხოების წყაროების ინფორმაციით, უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარტყა გზად მიმავალ ავტომანქანას, რომელშიც ალ-ქაიდას წევრები იყვნენ.

ფაქტთან დაკავშირებით აშშ-ს ან იემენის ხელისუფლების მხრიდან ჯერჯერობით  რაიმე განცხადება თავდასხმის შესახებ არ გავრცელებულა.

აშშ, უკანასკნელ პერიოდში, ინტენსიურ თავდასხმებს აწყობს იემენის შებვას, ებუენის და ბეიდას პროვინციებში  ალ-ქაიდას პოზიციებზე.

banner
წინა სტატიაში„ვირტუალური 50 მილიონი, რომელიც თითქოსდა ბიუჯეტმა დაკარგა“
შემდეგი სტატიაგოგი თათუხაშვილი: ოქრუაშვილი და ნიკოლეიშვილი ოსების მძინარე პოსტს გამთენიისას დაადგნენ და ბრძოლა დაიწყეს!