აშშ-მ და თალიბებმა ავღანეთში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ტერორისტულმა ორგანიზაცია “თალიბებმა” და აშშ-მ შეთანხმება გააფორმეს, რომლის თანახმადაც ავღანეთში 17 წლიანი ომი დასრულდა – Reuters-მა 26 იანვარს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. სააგენტოს წყაროს თქმით, მხარეებმა კომპრომისს მიაღწიეს. ხელშეკრულების თანახმად, ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გამოყვანა 18 თვეში უნდა დასრულდეს. გარდა ამისა, თალიბებმა ამერიკელებს იმის გარანტია მისცეს, რომ ავღანეთში “ალ-ქაიდას” და “ისლამურ სახელმწოფოს” უფლებას არ მისცემენ ქვეყანა ტერორისტულ ბაზად გამოიყენონ.
თალიბები ავღანეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მას შემდეგ დაიწყებენ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.

“თალიბანი” 1994 წელს ავღანეთის ომის დროს წარმოიქმნა. ისინი 1996-2001 წლებში ქვეყნის ხელისუფლებაში იყვნენ. 2001 წელს, ჩამოგდების შემდეგ პარტიზანული ბრძოლა დაიწყეს ნატოსა და სამთავრობო ძალებთან. მიმდინარე მომენტში ავღანეთის მთავრობა და თალიბები კომპრომისს ეძებენ.

banner
წინა სტატიაშიბრაზილიაში დამბის გასკდომას 200-მდე ადამიანი შეეწირა (ფოტო)
შემდეგი სტატიაგალის რაიონში დროებითი საზღვრის დაკეტვა გააპროტესტეს