აშშ-მ და გერმანიამ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის ირგვლივ კონფლიქტი მოაგვარეს

გერმანიამ და აშშ-მ გაზსადენი ” ჩრდილოეთის ნაკადი-2″-ის ირგვლივ რამდენიმე წელიწადს გაგრძელებული კონფლიქტი მოაგვარეს. ქვეყნებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც გერმანია ვალდებულია ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუკი მოსკოვი გაზსადენს უკრაინის წინააღმეგ იარაღად გამოიყენებს, ან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებს – 21 ივლისს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა გაავრცელა. მისი თქმით, საუბარია როგორც ეროვნული დონის ზომებზე, ასევე საერთოევროპული რეაქციის მიღწევაზე. საპასუხო ზომები მიმართული იქნება იქითკენ, რომ რუსეთის ენერგომატარებლის ევროპაში ექსპორტი შეიზღუდება.

გარდა ამისა, ორივე ქვეყანა შეეცდება უკრაინის ეკონომიკური დამოკიდებულება ტრანზიტსა და რუსული გაზის მიწოდებაზე შეამციროს.
აშშ-სა და გერმანიას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე პირველად სააგენტო Bloomberg-მა გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიხინჩაგაშვილი თუ კანდელაკი? – ვინ იქნება ოცნების მერობის კანდიდატი გორში
შემდეგი სტატიალავროვმა გერმანიასა და აშშ-ს შორის “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ზე მიღწეულ შეთანხმებაზე კომენტარი გააკეთა