აშშ-მ ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების მოხსნაზე უარი თქვა სრულ ატომურ განიარაღებამდე

ჩრდილოეთ კორეას ეკონომიკური სანქციები მანამდე არ მოეხსნება, სანამ ფხენიანი “სრულ და დადასტურებულ ატომურ განიარაღებას არ გაუკეთებს დემონსტრირებას” – აშშ-ს სახელმსიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა.
“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კიმ ჩენ ინი დენუკლეარიზაციის აუცილებლობის სისწრაფეს ხვდება” – პომპეომ თქვა სეულში გამართულ პრეს-კონფერენციაზე – “ბიბისი” წერს.
დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა 12 ივნისს შემდგა. სამიტის მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეის ატომური განიარაღება იყო.

banner
წინა სტატიაშიკიმ ჩენ ინმა პუტინს პირადი წერილი გაუგზავნა
შემდეგი სტატიაკიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრმაპის შეხვედრის ხარჯები დაითვალეს