აშშ-მ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიას დაარტყეს, რუსებს არ შეხებიან

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 14, 2018 11:29

აშშ-მ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიას დაარტყეს, რუსებს არ შეხებიან

მნიშვნელოვანი

  • აშშ-მ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიას დაარტყეს, რუსებს არ შეხებიან

სხვა სტატიები

კოალიციამ აშშ-ს ხელმძღვანელობით დამასკოზე, პროვინცია ჰომსზე დარტყმები მიიტანა. სირიის არმიის დანაკარგები ჯერ არ დაუთვლიათ, მაგრამ ცხადია, რომ რუსების მხრიდან წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. საქართველოს დროით 05.00 საათზე აშშ-ს პრეზიდენტმა სირიის დაბომბვის ბრძანება გასცა დუმაში მშვიდობიანი მოსახელობის წინააღმდეგ შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენების გამო.
“თანამოქალაქეებო, ამერიკელებო, ცოტა ხნის წინ აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს ვუბრძანე მიზნებზე მაღალი სიზუსტის დარტყმების განხორციელების შესახებ, რომელიც სირიელი დიქტატორის ბაშარ ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო გადავწყვიტე” – დონალდ ტრამპმა განაცხადა. “2013 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ის ქიმიური იარაღის განადგურების გარანტიას აძლევს მსოფლიოს. ასადის შეტევა და დღევანდელი პასუხი – ეს რუსეთის მიერ დადებული პირობის ჩავარდნის პირდაპირი შედეგია ” – დაამატა ტრამპმა.

კოალიციაში შედიოდნენ ბრიტანეთი და საფრანგეთი. მათი მთავარი მიზანი დამასკოში მდებარე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იყო, რომელიც ქიმიური იარაღის წარმოებას აგრძელებდა. ასევე, მიზანი იყო ჰომსში მდებარე ქიმიური იარაღის ბაზა. მედიის ინფორმაციით, დაიბომბა, ასევე მეზზას აეროპორტი დამასკოში და ად-დუმეირის აეროპორტი აღმოსავლეთ გუტაში.

სულ, სირიის ტერიტორიაზე 30-დან 100 რაკეტამდე გაუშვეს. მათგან ნაწილმა მიზანს ვერ მიაღწია, რადგან ჩამოაგდეს – “ბიბისი” წერს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 14, 2018 11:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,310
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics