აშშ-მ ავღანეთში “ყველა ბომბის დედა” ჩამოაგდო

ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთში ბოევიკების წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი საავიაციო ბომბი GBU-43, რომელსაც ასევე “ყველა ბომბის დედას” ეძახიან – Reuters-ი წერს.
დარტყმა ნანგარხარის პროვინციაში მოხდა. როგორც პენტაგონი ავრცელებს, GBU-43-ის გამოყენებით, მათი მიზანი იყო “ისლამური სახელმწიფოს” გვირაბებისა და გამოქვაბულების განადგურება.
ოპერაციის მომზადებას რამდენიმე თვე დასჭირდა.
ჯერჯერობით, ავიადარტყმების შედეგებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

GBU-43 უძლიერესი საავიაციო ბომბია, რომელიც 2003 წელს შექმნეს და დღემზე ყველაზე ძლირად ითვლება. აფეთქების ძალა ტროტილის ექვივალენტში 11 ტონას შეადგენს, მოქმედების რადიუსი 140 მეტრია, ნაწილობრივი განადგურება ხდება 1,5 კილომეტრში ეპიდცენტრიდან. ადრე ბომბი ორჯერ გამოიყენეს პოლიგონებზე, მაგრამ საომარ მოქმედებებში – პირველად.

banner
წინა სტატიაში(video) “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო კომისია დატოვა
შემდეგი სტატიამოსკოვში აზერბაიჯანელმა ექსპერტმა ობსტრუქცია მოუწყო სეპარატისტებს