აშშ-მ ასადის სირიის პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შესახებ ვადები ჩაინიშნა

აშშ-მ ასადის სირიის პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შესახებ ვადები ჩაინიშნაამერიკის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი 2017 წელს გადადგება – ამის შეასხებ ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც სირიის კრიზისზე მომუშავე სპეციალისტებმა შეადგინეს. გეგმის ასლი “ასოშეითედ პრესის” ოფისშიც ინახება.

რა კონკრეტული ზომების შემდეგ დატოვებს ასადი საკუთარ პოსტს ან ამის შემდეგ რითი იქნება ის დაკავებული, დოკუმენტში არ არის საუბარი.
ანალიტიკური ჩანაწერების მიხედვით, ასადის პოლიტიკური წასვლის პროცესი მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყება და 18 თვე გაგრძელდება. აპრილში კი შეიქმნება უსაფრთხოების კომიტეტი.
მაისში სირიის პარლამენტის დათხოვნა მოხდება, რომლის შემდეგაც დროებთი საკანონმდებლო ორგანო შეიქმნება, ასევე ჩატარდება საერთაშორისო დონორების კონფერენცია ქვეყნის აღსადგენად.

“ასოშეითედ პრესი” წერს, რომ გეგმას მხარს არ უჭერენ რუსეთი და ირანი, რომლებიც სირიაში მთავრობის ცვლილების წინააღმდეგ გამოდიან.

banner
წინა სტატიაშიCoca-Cola-მ რუსეთის რუკა ყირიმან ერთად გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიათბილისის მეტრო მგზავრებს შობის ღამეს 23:00-დან 04:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება