აშშ-მ 10 ,,კანონიერ ქურდს,, სანქციები დაადო (სია)

აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების ფარგლებში მორიგი პაკეტი გამოაქვეყნა. ამჯერად აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს სანქციის (აქტივების გაყინვა, ამერიკის მოქალაქეებისათვის მათთან საქმიანი ურთიერთობების აკრძლვა) ქვეშ მოხვდნენ რუსეთთან დაკავშირებული, ორგანიზებულ დანაშაულში ეჭვმიტანილი10 კანონიერი ქურდი, რომელთანაც საქმის დაჭერა, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებას, მოქალაქეს ან კომპანიას, მომავალში ძვირად დაუჯდება.
,,სანქცირებული,, ქურდების სია ასეთია:
1. ზაქარია კალაშოვი (,,ზაქრო მალადოი,, )
2. ვასილი ხრისტოფოროვი (,,ვასია ვოსკრეს,,)
3. კამჩიბეკ კოლბაევი (,,კოლია ბიშკეკსკი,,)
4. ლაშა შუშანაშვილი (,,ლაშა რუსტავსკი..)
5. ვლადისლავ ლეონტიევი (,,ბელი,,)
6. ვლადიმირ ტიურინი (,,ტიურიკი,,)
7. გაფურ რახიმოვი
8. ალიმჟან ტოხტახუნოვი (,,ტაივანჩიკი,,)
9. იური პიჩუგინი (,,პიჩუგა,,)
10. რუბენ ტატულიანი (,,რობსონ,,)

banner
წინა სტატიაშიპროფესორი მოსამართლეებს და ჩინოსნებს ამხელს!
შემდეგი სტატიარუსეთის პატრიარქ კირილს ძეგლს უდგამენ