აშშ კუბის ახალი ხელმძღვანელით უკმაყოფილოა

აშშ იმედგაცრუებულია მიგელ დიას-კანელის კუბას სახელმწიფო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ დანიშვნის გამო -განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ხიზარ ნოიერტმა.
“ჩვენ მიგელ დიას-კანელის დანიშვნით გაოცებული არ ვართ. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ კუბის მთავრობამ დამოუკიდებელი ხმები ჩაახშო და ხელისუფლებაში საკუთარი მონოპოლია შეინარჩუნა” – ვაშინგტონის პოზიცია გაახმოვანა ნოიერტმა.
19 აპრილს ეროვნულმა ასამბლეამ – ხელისუფლების უმაღლესმა ორგანომ ქვეყნის პრეზიდენტად მიგელ დიას-კანელი აირჩია. მის კანდიდატურას 604 დეპუტატიდან ხმა 603-მმა დაუჭირა.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთში სამი პოლიციელი მოკლეს
შემდეგი სტატიასააკაშვილმა პოროშენკოს “ბაზრის თაღლითი” უწოდა