აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია განიხილა

ვის აფინანსებდნენ რუსეთის სპეცსამსახურები აღმოსავლეთ ევროპაში და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში? - დაინტერესდა აშშ კონგრესი

შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია განიხილა.

რეზოლუცია საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ტედ პოსა და ჯერალდ კონოლის მიერ არის ინიცირებული. კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა აღნიშნული დოკუმენტი 14 ივლისს ერთხმად მიიღო.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კონგრესმენები გმობენ რუსეთის მიერ საქართველოში სამხედრო ინტერვენციასა და ოკუპაციას, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე არალეგალურ ქმედებებს.

რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და პოლიტიკისგან, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს. ამერიკელი კანონმდებლები ასევე მოუწოდებემ მოსკოვს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შესრულებისკენ.

ამასთან, დოუმენტის ავტორები მოუწოდებენ აშშ-ის მთავრობას, გააღრმავოს საქართველოსთან თანამშრომლობა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სფეროებში, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ. რეზოლუციაში გამოთქმულია აშშ-ის მიერ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საჭიროება ერთობლივი წვრთნების ჩატარებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით.

დოკუმენტის ავტორები ადასტურებენ, რომ “თავისუფალი, ერთიანი, დემოკრატიული და სუვერენული საქართველო აშშ-ის გრძელვადიან ინტერესში შედის, რადგან ეს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას უწყობს ხელს”.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა და სია დღეს გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიაკონგრესში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის განხილვა იმის ნათელი დემონსტრირებაა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას