აშშ ხმელთაშუა ზღვაში ორ ავიამზიდს აგზავნის

ვარშავას სამიტის წინ, რუსეთის სამხედრო მოქმედებების დასაბალანსირებლად აშშ ხმელთაშუა ზღვაში ორ ავიამზიდს “ჰარი ტრუმენსა” და “დუაიტ ეიზენჰაუერს” გაუშვებს – Reuters-ი წერს.
პენტაგონში მაღალჩინსანმა, კაპიტანმა დენი ერნანდსმა განაცხადა, რომ აშშ-ს მოქმედება აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის და თურქეთის წვრთნებს ემთხვევა.
მისივე თქმით, ავიამზიდების გაგზავნა, ასევე, სხვა ოპერაციებსაც ემთხევვა, კერძოდ კი Atlantic Resolve-ს, რომელიც ევროპაში აშშ-ს მოკავშირეების მხარდასაჭერად არის გაგზავნილი ყირიმში რუსული აგრესიის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიპაკისტანი: დედამ ქალიშვილი ოჯახის ნების წინააღმდეგ გათხოვების გამო მოკლა
შემდეგი სტატიაშსს-ს წყალტუბოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს