აშშ ხაშოგის მკვლელების წინააღმდეგ რამდენიმე კვირაში სანქციებს შემოიღებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში საკმარის ინფორმაციას შეაგროვებენ საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელებზე, რომლის შემდეგადაც, მათ წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებენ. პომპეოს თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია “ფაქტების დადგენას აგრძელებს”. მან დაამატა, რომ თეთრი სახლი “სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ განიხილავს, რომლებიც განისაზღვრებიან, როგორც მკვლელობის თანამომაწილეები”. პომპეომ ხაზი გაუსვა იმას, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მოითხოვა “საშინელი დანაშაულის” ყველა მონაწილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს თურქეთში საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს.

banner
წინა სტატიაშიმიგრანტების ქარავანმა აშშ-ს ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა
შემდეგი სტატიაახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე პროკურატურამ ბრალი ქართული ოცნების დეპუტატის ოჯახის წევრებსაც წარუდგინა