აშშ ჯანმოს მოუწოდებს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიება გააგრძელოს

ამერიკის შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მოუწოდებს გააგრძელოს კორონავირუსის წარმოშობის პირვემიზეზების დადგენა, მათ შორის, ჩინეთის ტერიტორიაზე. აშშ-ში თვლიან, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოძიების პირველი ნაწილი “საკმარისი არ არის” – შესაბამისი განცხადება აშშ-ს წარმომადგენლებმა გაეროს შტაბ-ბინაში გააკეთეს – “დოიჩე ველე” წერს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკის სპეცსამსახურებს კორონავირუსის პანდემიის მიზეზების დადგენა დაავალა – ქვეყნის მეთაურმა შესაბამისი განცახდება 26 მაისს გააკეთა.
“ჩემი პრეზიდენტად გახდომიდან მალევე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩემს დამხმარეს ვთხოვე დაზვერვის სამსახურებმა მოამზადონ მოხსენება კოვიდ-19-ის წამომავლობასთან დაკავშირებით უახლეს შედეგებზე” – ამერიკელმა ლიდერმა თქვა. კერძოდ, აუცილებელი იყო გაგვერკვია დაავადება ინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტის შედეგად წარმოიქმნა თუ ლაბორატორიაში მომხდარი შემთხვევის შედეგად.

ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკული დაზვერვის სამსახურები მიმდინარე მომენტში არ ფლობენ საკმარის ინფორმაციას, რომელიც იმის შეფასების შესაძლებლობას მისცემთ, რომ დაადგინონ თუ რომელი სცენარია უფრო დამაჯერებელი. ამიტომ მან სპეცსამსახურებს დაავალა გაააქტიურონ მომდომება და მომდევნო 90 დღის მანძილზე მოამზადონ მოხსენება. ამ ხნის მანძილზე დაზვერვის სამსახურები ინფორმაციის შეგროვებას და მის გაანალიზებას მოასწრებენ, რაც საბოლოო დასკვნის გაკეთების საშუალებას მისცემთ – ჯო ბაიდენმა თქვა..

ჩინეთი უჰანის ლაბორატორიაში მომხდარ შემთხვევას კატეგორიულად გამორიცხავს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა 2021 წლის მარტში დაადგინეს, რომ ვირუსი ბუნებრივად არის წარმოქმნილი.

banner
წინა სტატიაშიგლობალური სტარტაპ ფონდის ინვესტორები ქართული სტარტაპების მხარდასაჭერად
შემდეგი სტატიაევროპის მედიკამენტების სააგენტომ 12-15 წლის ასაკის ბავშვებში „ფაიზერის“ გამოყენების ნებართვა გასცა