8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

“აშშ-ისთვის საქართველო უსაფრთხო ქვეყანა აღარაა” – გიგა ლემონჯავა

‘შეერთებული შტატებისთვის საქართველო უსაფრთხო ქვეყანა აღარაა, ამიტომ ბუნებრივია სავიზო რეგულაციებიც გამკაცრდება”, – ასე ეხმაურება ოპოზიციური ალიანსის წევრი, გიგა ლემონჯავა აშშ-ის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, “საქართველოს ე.წ. ხელისუფლება არის კრიმინალური ჯგუფი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო არ იყოს უსაფრთხო ქვეყანა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის.“

“შეერთებული შტატებისთვის საქართველო უსაფრთხო ქვეყანა აღარაა, ამიტომ ბუნებრივია სავიზო რეგულაციებიც გამკაცრდება, ვიზის ფილტრის დაყენების ამოცანა არის ზუსტად ეგ, ქვეყნები, რომლებსაც მიიჩნევენ რომ უსაფრთხოა, მათი მოქალაქეები მარტივად გადაადგილდებოდნენ შენ ქვეყანაში, რაც შეეხება საფრთხის შემცველ ქვეყნებს, მათთან გქონდეს დაწესებული რაც შეიძლება მკაცრი უსაფრთხოების ფილტრები. საქართველოს ე.წ. ხელისუფლება არის კრიმინალური ჯგუფი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო არ იყოს სანდო პარტნიორი და უსაფრთხო ქვეყანა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, მაგრამ იყოს ბასოლუტურად სანდო, რუსეთისთვის, ირანისთვის და ჩინეთისთვის”, – განაცხადა ლემონჯავამ.

banner
წინა სტატიაში21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისები დაემატება – საქართველოს რკინიგზა
შემდეგი სტატია“კვირას ჩატარდება საგანგებო ლიტურგია და მსოფლიო პატრიარქი აღავლენს მსახურებას” – დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი