აშშ ისრაელს 38 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

აშშ-ს და ისრაელის მთავრობები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ისრაელი ამერიკელებისაგან სამხედრო დახმარებას მიიღებს – დღეს Jerusalem Post-ი წერს.
შეთანხმების თანახმად, რომელსაც უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი, ვაშინგტონი მომდევნო 10 წლის მანძილზე, მინიმუმ, 38 მილიარდ დოლარს დახარჯავს ისრაელის სამხედრო დახმარების პროგრამაზე. როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-ს სამხედრო გარიგებების ისტორიაში ეს რეკორდული თანხაა. ამასთანავე, აღნიშნული შეთანხმების მისაღწევად ისრაელი მთელ რიგ დათმობებზე წავიდა. კერძოდ, პრემიერ ბინიანიმ ნეთანიაჰუს მეტი დახმარების თხოვნა არ შეეძლება.

ისრაელი აღნიშნულ თანხას უცხოური სამხედრო დაფინანსებების პროგრამის ფარგლებში მიიღებს. იგივე პროგრამით ისრაელმა 1998-2002 წლებში 2,4 მილიარდი დოლარი მიიღო, 2008-2017 წლებში – 3,1 მილიარდი.
აშშ ისრაელს ყოველწლიურად 1987 წლიდან ეხმარება.

banner
წინა სტატიაშინაზარბაევმა საკუთარი ქალიშვილი მთავრობიდან დაითხოვა
შემდეგი სტატიაბრიტანელი დეპუტატები მარიხუანის ლეგალიზაციის წინადადებით გამოდიან