აშშ ისრაელის მოქალაქეებისთვის 30 ნოემბრიდან უვიზო რეჟიმს აამოქმედებს

აშშ ისრაელის მოქალაქეებისთვის 30 ნოემბრიდან უვიზო რეჟიმს აამოქმედებს. ისრაელის მოქალაქეებს აშშ-ს ტერიტორიაზე გაჩერება უვიზოდ, 90 დღემდე შეეძლებათ.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის ალეხანდრო მაიორკასის თქმით, სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება ისრაელსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის კავშირების გაძლიერების ნიშანია.

სავიზო ბარიერები შეუმცირდებათ პალესტინელ-ამერიკელებსაც, რომლებიც ცხოვრობენ როგორც დასავლეთ სანაპიროზე, ასევე შეერთებულ შტატებში. მათ შესაძლებლობა ექნებათ ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტის გავლით, ისრაელში უვიზოდ შევიდნენ.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე – ღმერთმა დალოცოს საქართველოს ყველა კუთხე, მათ შორის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს ჩვენი სამშობლო და მოგვასწროს გამთლიანებულ საქართველოს
შემდეგი სტატიამაკრონის სიტყვები, რომ რუსეთი არის აზერბაიჯანის თანამზრახველი, რომელიც საფრთხეს უქმნის სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, წაქეზება და პროვოკაციაა – ზახაროვა