აშშ ისრაელიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას ზღვის საშუალებით განახორციელებს

შეერთებული შტატების მთავრობა ისრაელიდან კვიპროსში თავის მოქალაქეებს საზღვაო გზით გადაიყვანს , – ამის შესახებ ისრაელში აშშ-ის საელჩომ განაცხადა.

საელჩოს განმარტებით, ევაკუაცია მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეებსა და მათ უახლოეს ოჯახის წევრებს შეეხება.

გემი ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჰაიფადან ორშაბათს გაემგზავრება.

საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის მოქალაქეები და მათი ოჯახები პასუხისმგებლები იქნებიან ჰაიფამდე ჩასვლაზე და ასევე კვიპროსიდან გამგზავრებაზე.

banner
წინა სტატიაშიისრაელის არმია „ჰამასის“ კიდევ ერთი ლიდერის მკვლელობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას
შემდეგი სტატიაჩვენ ყოველთვის ვიყურებით ჩვენს გარშემო, მთელს ახლო აღმოსავლეთში – ისრაელის თავდაცვის ძალები