ირანელი ოფიციალური პირი აშშ-ის მიერ ავიამზიდების ახლო აღმოსავლეთში გაგზავნას Reuters-თან საუბარში გამოეხმაურა.
როგორც Reuters-ი იუწყება, ირანში აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ [შტატებისგან] ნებისმიერი სახის თავდასხმას სრულმასშტაბიან ომად ჩათვლიან.
ირანელი მაღალჩნოსანი Reuters-ს ეუბნება, რომ „თუ ამერიკელები ირანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევენ, მაშინ ამას ირანი უპასუხებს“.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს რეალური კონფრონტაციისთვის არ არის გამიზნული, თუმცა ჩვენი არმია ყველაზე უარესი სცენარისთვის მზად არის. ამიტომ, ირანში ყველაფერი მაღალი დონის მზადყოფნის მდგომარეობაშია.
ნებისმიერი სახის თავდასხმას, როგორიც არ უნდა უწოდონ მას, შეზღუდული, ქირურგიული, კინეტიკური თუ სხვა, ჩვენ სრულმასშტაბიან ომად ჩავთვლით და მკაცრ პასუხს გავცემთ“, – აღნიშნა ირანელმა მაღალჩინოსანმა.
















