26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

აშშ-ისა და იტალიის ლიდერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთან ერთად ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე არის წარწერა – „შემაკავებელი ორდერია საჭირო“.

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ჯორჯია მელონის შესახებ განაცხადა: „ის მეხვეწებოდა, რომ მასთან ფოტო გადამეღო! ძალიან უნდოდა ჩემთან ფოტოს გადაღება. მე ამას არც კი გავაკეთებდი, მაგრამ შემეცოდა! ალბათ ბედნიერია, რომ ვესაუბრე! არ ვიყავი ვალდებული, მასთან მესაუბრა!“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის ამ განცხადებას გამოეხმაურა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და აღნიშნა:

„დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად შეთხზულია, არც იტალია და არც მე არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს“.

იტალური გაზეთის, „კორიერე დელა სერას“ ცნობით, იტალიის მთავრობა ამჯერად არ აპირებს „ამ პროვოკაციაზე“ რეაგირებას. წყაროები აღნიშნავენ, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ღამით მოლაპარაკებები გამართეს, რათა შეეთანხმებინათ სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა იმის იგნორირებაზე, რასაც ამერიკის პრეზიდენტის მიერ პირად, გაუმართლებელ თავდასხმად თვლიან.

banner
წინა სტატიაშიბექა ქურხული მოსამართლემ 3000 ლარით დააჯარიმა
შემდეგი სტატიაქიმიის სწავლება, წინა წლებისგან განსხვავებით, მე-8 კლასის ნაცვლად მე-7 კლასიდან დაიწყება