19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებმა შუამავლებთან მოლაპარაკებები ცალ-ცალკე გამართეს

აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებმა შუამავლებთან მოლაპარაკებები ცალ-ცალკე გამართეს. ინფორმაციას Reuters-ი ორი ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები ორშაბათს ცალკე ესაუბრნენ შუამავლებს.

მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა პირმა სააგენტოსთან საუბარში აღნიშნა, რომ შემდგომი მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ფოკუსირებული იქნება იმ შვიდდღიანი წინადადების შესწორებულ ვერსიაზე, რომელიც ირანმა გასულ კვირას, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში წარადგინა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი ელოდება აშშ-ის პასუხს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მის უახლეს წინადადებებსა და ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის აღდგენის პირობებზე.

„თუ ამერიკელები აცხადებენ, რომ შეთანხმების ან მშვიდობიანი გადაწყვეტის გზებს ეძებენ, ჩვენ ეს გადაწყვეტა უკვე წარვადგინეთ“, — აღნიშნა არაღჩიმ.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ზენონი: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ
შემდეგი სტატიაგელა ხასაიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა